ვატო არველაძე პოლონეთიდან ბელგიაში

396

პოლონური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, 20 წლის ვატო არველაძემ კილჩეს “კორონა” დატოვოს. ჩვენი პოლონელი კოლეგები წერენ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, რომელსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშია და გოლიც გაუტანია, ვერ ჯდება “კორონას” ახალი მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ შმულას გეგმებში.

გარდა არველაძისა, ამ გუნდში ეჭვქვეშ დგას ბოსნიელი ლეგიონერების – ლუკა კუკიჩისა და ივან ჯუკიჩის მომავალიც.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იმის თაობაზეც, რომ არველაძემ, შესაძლოა, კარიერა ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელოს. მოგეხსენებათ, ის კარგახანს ტრავმირებული იყო.

პლუს ამას, როგორც ჩანს, გავლენა იქონია იმანაც, რომ “კორონაში” აღარ არიან ჯინო ლეტიერი (ყოფილი მთავარი მწვრთნელი) და მისი ქართველი ასისტენტები – ვახტანგ იაგორაშვილი და მიხეილ საჯაია. ლოგიკურია და არ არის გასაკვირი, რომ ახალმა მწვრთნელმა “საკუთარ” კადრებზე გააკეთა არჩევანი…

წყარო: lelo.ge

SHARE