გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის

502
15 იანვარს ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა.
ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე, დაკომლექტდა 8 გუნდი: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision.
გუნდების ფორმირება მოხდა შერეული პრინციპის დაცვით. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ერთეულთა თანრიგის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ გუნდურ ტურნირზე შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები.

8 გუნდს შორის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა.

ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი – ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, დღეს უკვე ოლიმპიადის მეორე მედლის – გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გუნდი “Courage”, რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავეთა წყვილი იაპონიიდან, უტანა იოშიდა – შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი, გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები – ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სასპორტო განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავში რწმენა, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია…

2019 წლის გრან-პრის ფინალის ოქროს, 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლები – ეს ჩვენი ქართველი მოციგურავეების ბოლო 1 თვის მონაპოვარია და ეს ყველაფერი – ჩვენი საქართველოსათვის!..
წყარო: sportall.ge
SHARE