ქართველის ბენეფისი – შევიდა, გაიტანა, გაატანინა და მოაგებინა

384
საბა ლობჟანიძის “რანდერსმა” ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის “ვენდსისელი” 4:3 დაამარცხა და როგორც ყოველთვის, თავი ჩვენებურმა გამოიჩინა.
საბა 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 2:3-ს აგებდა, ბურთის პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3 წუთში მიკელ კალესოეს გამარჯვების გოლი გაატანინა.
“რანდერსი” კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, 16 თებერვალს კი ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად “ორჰუსს” შეხვდება.
25 წლის ლობჟანიძემ სუპერლიგის 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “ბრონდბიუში” გადასულიყო, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის. ისე, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ეს დიდი პროგრესი ვერ იქნება, ვინაიდან “რანდერსი” ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ბრონდბიუ” – მეოთხეზე.

წყარო: sportall.ge

SHARE