მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა.
“სასიამოვნოა, რომ კვირკველიამ აღიდგინა ფიზიკური კონდიციები. მას ჰქონდა ძალიან იშვიათი ტრავმა. ეს იყო ფეხის ტყუპი კუნთის დაჭიმულობა – ასეთი რამ არასოდეს მინახავს!.. კარგია, რომ ყველაფერი ცუდი დარჩა უკან. ახლა საბა 100 პროცენტით იტვირთება. დაიბრუნებს თუ არა ადგილს ძირითად შემადგენლობაში, ეს მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული”, – თქვა სიომინმა.
“ლოკომოტივი” პირველ უცხოურ (ესპანეთში) შეკრებას 31 იანვარს დაასრულებს. ამის შემდეგ გუნდი ყატარში გაემგზავრება, სადაც პრემიერის თასზე ითამაშებს.
წყარო: lelo.ge