თურქეთის ჩემპიონატის სიმბოლური: არველაძე, კარლოსი, დროგბა, ჰაჯი და სხვები

395

თურქულმა გვერდმა ilkonbirler-მა თურქეთის ჩემპიონატის ლეგიონერთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძე მოხვდა. საუკეთესო 11-ეულში ფეხბურთელები კარიერისა და თურქეთში მიღწეული შედეგებით მოხვდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლურ ნაკრებში არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორის, გეორგე ჰაჯი, ფრანკ რიბერი, რობერტო კარლოსი და დიდიე დროგბა.

სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია)

მცველები: ემანუელ ებუე (კოტ დივუარი), დიეგო ლუგანო (ურუგვაი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), გუტი (ესპანეთი), ალექსი (ბრაზილია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), შოთა არველაძე (საქართველო)

მოგეხსენებათ, არველაძე თურქეთში 1993-1997 წლებში „ტრაბზონსფორის“ რიგებში ირჯებოდა და წარუშლელი კვალიც დატოვა – 123 თამაში, 81 გოლი.

წყარო: worldsport.ge

SHARE