(ვიდეო) ვასკა ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა!

508

1 თებერვალს სტარტი აიღო რაგბი ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 41:13 გაიმარჯვა.

ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების 9 ნომრისთვის – ვასკა ლობჟანიძესთვის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა. ამ შედეგით იგი არის მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (23 წლის), რომელმაც 50 მატჩის ჩატარება მოახერხა ეროვნულ ნაკრებში.

წყარო: live.ge

SHARE