შენგელიას „რეალი“ მადრიდში დაჩაგრული გყავს

532

ამას წინათ ესპანეთის ჩემპიონატში ნაჩვენები გმირობა, როცა “ბასკონიამ” მადრიდში “რეალი” დაამარცხა, თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ვეღარ გაიმეორა. არადა, ბასკონიელები წარმატებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წამებზე შეხვედრა 1 ქულით – 69:70 დათმეს.

შენგელიამ 32:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. მარგი ქმედების კოეფიციენტით 11 – ის გუნდში მეორეა შილდსის შემდეგ. მეტ ჯენინგის ანგარიშზე 11 ქულა და 1 პასი დაგროვდა.

ბასკონიელებს 23 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 მოგება აქვთ და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა შერჩათ. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 6 თებერვალს, შინ ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.

წყარო: lelo.ge

SHARE