ფიფა რუსეთის ნაკრების მუნდიალიდან დისკვალიფიკაციას არ ადასტურებს

360

ფიფამ კომენტარი გააკეთა არაბული ტელეკომპანია BeIN Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთის ნაკრებს ყატარის მუნდიალის (2022) საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა აუკრძალა.

“ჩვენ არ გვაქვს სიახლე იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც 2019 წლის დეკემბერში გავაკეთეთ, რომ რუსული ფეხბურთის მიმართ სანქციებზე ვართ მუდმივ კონტაქტში WADA-სთან”, – უთხრეს რუსული გამოცემა championat.com-ის კორესპონდენტს ფიფას პრესსამსახურში.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა არაბული ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “პროვოკაცია” უწოდა.

წყარო: lelo.ge

SHARE