(ვიდეო) ერთ ტაიმში მოგებული მადრიდული მატჩი

454

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის 2020 წლის გათამაშებაში მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა. ლევან მაისაშვილის გუნდი თბილისში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ მადრიდში, ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა.

„ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს და სოლიდური უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. შალვა მამუკაშვილის სწრაფ ლელოს ესპანელებმა ფერერის ლელოთი სწრაფადვე უპასუხეს, თუმცა, პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილი ქართველი მორაგბეების კარნახით წარიმართა.

მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელ ჩათვლის მოედანს თოდუამ უწია. სამ ლელოს თედო აბჟანდაძემ ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა დაამატა და ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 23:5 მოიგეს.

მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეოთხე ლელო ბონუს ქულის მომტანიც იქნებოდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი ჩააგდო, ხეირინად ვერ შეუეტია და 40 წუთი პრაქტიკულად თავს იცავდა. თავის დაცვა კი, კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე დელ ჰოიომ მოახერხა მეორე ლელოს დამიწება ჩვენს მოედანში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 23:10.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და რაგბი ევროპას გათამაშებას ლიდერობს. მესამე მატჩს კი, „ბორჯღალოსნები“ 22 თებერვალს, ქუთაისში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ესპანეთი – საქართველო 10:23 (5:23)

ქულები: ფერერი (ლელო), დელ ჰოიო (ლელო) – მამუკაშვილი (2 ლელო), თოდუა (ლელო), აბჟანდაძე (2 ჯარიმა, 1 გარდასახვა)

წყარო: worldsport.ge

SHARE