რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროს მედალი ჩამოერთვა

519

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. მის ბიოლოგიურ პასპორტში ანომალიური მაჩვენებლები აღმოაჩინეს, რის გამოც, გაუქმდა სპორტსმენის შედეგები 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებს ჩამოერთმევა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ბიატლონის ესტაფეტაში მოპოვებული ოქროს მედალი. მაშინ უსტიუგოვთან ერთად, ოქროს მედლები მიიღეს ალექსეი ვოლკოვმა, დმიტრი მალიშკომ და ანტონ შიპულინმა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოქრო გადავა გერმანიის ნაკრებთან, ვერცხლს მიიღებს ავსტრია, ბრინჯაოს – ნორვეგია.

ამის შემდეგ, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაში რუსეთმა პირველი ადგილი დათმო. ამ გუნდის მონაგარი გახდა – 10 ოქრო, 9 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. რუსები მედლების ცხრილში პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოვარდნენ. ლიდერი გახდა ნორვეგია – 11 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო. მეორეზე გადავიდა კანადა – 10 ოქრო, 10 ვერცხლი, 5 ბრინჯაო.

რუსეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა სოჭის 2014 წლის თამაშები 12 ოქროთი, 11 ვერცხლითა და 9 ბრინჯაოთი დაასრულა, მაგრამ ცნობილი დოპინგ-სკანდალების შემდეგ. მასპინძლებს ორ-ორი ოქრო და ვერცხლი ჩამოართვეს.

წყარო: lelo.ge

SHARE