კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი ევროპული თამაშებიდან

535
27 ივნისს მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) 3:2 მოუგო პოლონელ რადოსლავ ბარანს და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.
აღნიშნული ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.
ასევე, მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი 65 კგ-ის ფინალშია და ოქროს მედლისათვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაეჭიდება. ეს ბრძოლა უფრო ადრე, 19:50 საათიდან გაიმართება.
წაყრო: sportall.ge
SHARE