საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ლიეტუვის 16-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი უფრო ზუსტად ლიეტუველებმა შეასრულეს და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
საქართველო: მაქაცარია (46′ ბერუაშვილი), ნ. დავრაშელიძე (60′ ბერიანიძე), აღდგომელაშვილი, ბაგრატიონი, მოლაშვილი (83′ ბართია), ხუტიაშვილი (68′ კალანდაძე), ღურწკაია (83′ დვალიშვილი), ქართველიშვილი, ბერია, ლაცაბიძე (გ. დავრაშელიძე), შიოლაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობა: გეგიაძე, ლაბაძე, ხაბურზანია.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასის ეგიდით 3 შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა, ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, 6 ქულა დააგროვა და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.
წყარო: sportall.ge