მესამე ადგილი მეექვსე დღეს

550

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრები შესანიშნავად ასპარეზობს ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ მესამე ადგილზეა. ქართულმა დელეგაციამ თავდაპირველად 10 მედალი მოიპოვა, შემდეგ 6, მერე ხსენებულ მონაგარს 4 მედალი შეემატა – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ხოლო დღეს მონაგარი 2 მედლით (ვერცხლი, ბრინჯაო) გამდიდრდა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების აქტივში 22 მედალია (6 ოქრო, 6 ვერცხლი, 10 ბრინჯაო) და ხსენებული შედეგით გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს ინარჩუნებს. ჩამორჩება რა, რუსეთსა და მასპინძელ ბელარუსს.

ყველაზე წარმატებული სამბისტთა ასპარეზობა გამოდგა, რომლებმაც ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 11 მედლით დაასრულეს (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)!

ოქროს მედალი – ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი

ვერცხლის მედალი – მინდია ლილუაშვილი, ელენე ქებაძე, ნინო ოძელაშვილი

ბრინჯაოს მედალი – ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე, პაატა ჭვინიაშვილი

გარდა ამისა, საქართველოს ყულაბას 7 მედალი ძიუდოისტებმაც შემატეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ოქროს მედალი – ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი

ვერცხლის მედალი – ვარლამ ლიპარტელიანი

ბრინჯაოს მედალი – ლუკა მაისურაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

ბატუტზე ინდივიდუალური ხტომა

ვერცხლის მედალი – ლუბა გოლოვინა

ტყვიის სროლა 50-მეტრიან დისტანციაზე წყვილთა შეჯიბრი

ბრინჯაოს მედალი – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭარავიანი

თავისუფალი ჭიდაობა

ვერცხლის მედალი – გივი მაჭარაშვილი

ბრინჯაოს მედალი – ავთანდილ კენჭაძე

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ცნობისთვის, ხვალ ფინალში იასპარეზებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება ელიზბარ ოდიკაძეს. გარდა ამისა, კრივში ნახევარფინალში არიან გასულები სახილ ალახვერდოვი და ოთარ ერანოსიანი. ეს მინიმუმ ბრინჯაოს მედალია, რადგან ნახევარფინალში მარცხი კრივში ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია.

წყარო: worldsport.ge

SHARE