კორონავირუსმა სუმო დააზარალა – სუმოს ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო

548
კორონავირუსის გავრცელების გამო, იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, დამდეგი ჰარუ ბაშო მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ამომავალი მზის ქვეყანაში კორონავირუსის ორასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც იაპონიის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი შეწყდა, გადაიდო ან გაუქმდა უამრავი სპორტული, კულტურული თუ საზოგადოებრივი ღონისძიება.
თავიდან სუმოს ასოციაცია შეჯიბრების გაუქმებაზე ფიქრობდა, თუმცა შემდეგ ჩატარება და იზოლირება გადაწყვიტეს.
ჰარუ ბაშო 8 მარტს დაიწყება და ის, ტრადიციისამებრ, 15 დღეს გაგრძელდება.
ტოჩინოშინი ამ ბაშოზე მე-9 მაეგაშირად იასპარეზებს. რაც შეეხება გაგამარუს, ის მესამე დივიზიონშია. რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ბაშოს გადადება უკეთესი იყო, რადგან ტრავმის მოშუშებისთვის უფრო მეტი დრო მიეცემოდათ.
ამავდროულად, იაპონიაში ვირუსის გამო ალუბლის ყვავილობის ფესტივალი გაუქმდა და ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხე ემუქრება.
წყარო: sportall.ge
SHARE