კავკასიური კლასიკო და ერთა ლიგის ბოძებული კიდევ ერთი დიდი შანსი

431

უეფას კონგრესის დასრულების შემდეგ ამსტერდამის The Amsterdam Beurs van Berlage-ის საკონფერენციო დარბაზში ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის წილისყრა, რომელმაც ასეთი შედეგი მოგვცა:

A ლიგა

I ჯგუფი – ჰოლანდია, იტალია, ბოსნია, პოლონეთი

II ჯგუფი – ინგლისი, ბელგია, დანია, ისლანდია

III ჯგუფი – პორტუგალია, საფრანგეთი, შვედეთი, ხორვატია

IV ჯგუფი – შვეიცარია, ესპანეთი, უკრაინა, გერმანია

B ლიგა

I ჯგუფი – ავსტრია, ნორვეგია, ჩრ. ირლანდია, რუმინეთი

II ჯგუფი – ჩეხეთი, შოტლანდია, სლოვაკეთი, ისრაელი

III ჯგუფი – რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უნგრეთი

IV ჯგუფი – უელსი, ფინეთი, ირლანდია, ბულგარეთი

C ლიგა

I ჯგუფი – ჩერნოგორია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი 

II ჯგუფი – საქართველო, ჩრ. მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი 

III ჯგუფი – საბერძნეთი, კოსოვო, სლოვენია, მოლდოვა

IV ჯგუფი – ალბანეთი, ბელარუსი, ლიეტუვა, ყაზახეთი

D ლიგაა

I ჯგუფი – ფერერები, ლატვია, ანდორა, მალტა

II ჯგუფი – გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან მარინო

ფორმატი

პირველი სამი ლიგის წარმომადგენელი გუნდები შინ და სტუმრად იასპარეზებენ. მთიანობაში ჩატარდება 6 ტური. A ლიგის ჯგუფების 4 პირველადგილოსანი 2021 წელს გასამართ ფინალში იასპარეზებს. ლიგებში პირველადგილოსნები  შემდეგ სეზონში ერთი ლიგით მაღლა იასპარეზებენ. A და B ლიგების ჯგუფების აუტსაიდერები დაქვეითდებიან. C ლიგაში, სადაც ჩვენ ვართ, სულ 4 ჯგუფია. ხოლო D ლიგაში ჯგუფი მხოლოდ ორია.

აქედან გამომდინარე, იმ დივიზიონიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მხოლოდ 2 ნაკრები დაქვეითდება. 2022 წლის მარტში ჯგუფების ბოლოადგილოსნების დუელში გაირკვევა ორი გავარდნილი ნაკრები.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის გასული გათამაშება იმით იყო მიმზიდველი, რომ ის უკავშირდებოდა ევროპის ჩემპიონატს. მომავალი ერთა ლიგა კი 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე გასვლის შანსს წარმოადგენს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი მთლიანობაში უცვლელი რჩება. 10 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ხვდება ყატარში ფინალურ ეტაპზე. კიდევ 3 საგზურის მფლობელი პლეი ოფების საშუალებით უნდა გაირკვეს. ამ პლეი ოფებში ითამაშებს 10 ჯგუფის ყველა მეორე ადგილოსანი, პლუს ერთა ლიგის ჯგუფების 2 საუკეთესო გუნდი (ტურნირის რეიტინგის მიხედვით) მათგან, ვინც პირდაპირ ვერ მოხვდა მუნდიალზე და ვერც პლეი ოფებში თამაშის უფლება მოიპოვა.

უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სტარტს აიღებს 3-5 სექტემბერს და დასრულდება 15-17 ნოემბერს. ფინალური ეტაპი დაგეგმილია 2021 წლის 2-6 ივნისს, ხოლო პლეი ოფის მატჩები – 2022 წლის 24-29 მარტს.

წყაქრო: lelo.ge

SHARE