ახალი დეტალები ბელარუსთან მატჩის შესახებ

368
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ მატჩებს შეეხება.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო რამდენიმე მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ზოგი კი უმაყურებლოდ ჩატარდება.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 26 მარტს გასამართი შეხვედრაა, სადაც საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ერთა ლიგის 1/2-ფინალში ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს.
უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას 55 წევრი ქვეყანა მიიღებს.
ამ კონფერენციაზე კი საფეხბურთო ტურნირების მატჩების ჩატარების საკითხს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირების თემასაც განიხილავენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ უეფას საქართველო-ბელარუსის მატჩის გადადება სთხოვეს.
წყარო: sportall.ge
SHARE