საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო!

431

ძვირფასო მეგობრებო! ევროპაში კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია “რაგბი ევროპამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე, მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე. შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს აღარ გაიმართება. მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მას დადგენისთანავე გაცნობებთ.

წყარო: rugby.ge

SHARE