ბელგიამ ჩემპიონატი შეწყვიტა! ჩაკვეტაძის და ქვილითაიას გენტი ჩემპიონთა ლიგაზე…

318

სააგენტო HLN-ის ინფორმაციით, გადაწყდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბელგიის ჩემპიონატი აღარ განახლდება. ქვეყნის ჩემპიონად „ბრიუგე“ გამოცხადდება, რომელიც ჩემპიონატის შეჩერების დროს პირველ ადგილზე იყო, ხოლო მეორეადგილოსანი „გენტი“ (სადაც გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობენ), მომავლ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას დაჟინებით მოითხოვდა ბელგიური ლიგის ხელმძღვანელობა. ოფიციალურად კი ამის შესახებ გენერალური ასამბლეის შეკრების შემდეგ გამოცხადდება.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიიდან პირდაპირ მოხვდება „შარლერუა“, ხოლო „ანტვერპენი“ და „სტანდარდი“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

რაც შეეხება ბელგიის თასისა და მეორე დივიზიონის ბედს, ამის შესახებ სპეციალურად შექმნილი კომისია შეიკრიბება და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.

წყარო: lelo.ge

SHARE