კარლოს ვალდერამა: მის ადგილას „რეალიდან“ გავიქცეოდი

390
კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარლოს ვალდერამამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა თანამემამულე ხამეს როდრიგესის შესახებ, რომელიც მადრიდის “რეალში” გამოდის.
“ხამესი გადაწყვეტილების მისაღებად უკვე საკმარისად ზრდასრულია. მის ადგილას მე “რეალიდან” გავიქცეოდი. მას საკმარისი კლასი აქვს ნებისმიერ კლუბში სათამაშოდ. ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება.
ხამესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან ეს უკვე დაამტკიცა. მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში და მასთან ერთად ნებისმიერი გუნდის შემადგენლობა გაძლიერდება”, – განაცხადა ვალდერამამ Caracol Radio-სთან საუბარში.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხამესი იმ ფეხბურთელთა რიგებში შედის, რომელთანაც დამშვიდობებას “სამეფო კლუბი” აპირებს.
ასევე, ცნობილია, რომ 28 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის ხილვა საკუთარ რიგებში “ვულვერჰემპტონს”, ლონდონის “არსენალსა” და “ევერტონს” სურთ.
წყარო: sportall.ge
SHARE