“ბარსელონას” ჩემპიონატის ვადამდე დასრულება და ოქროს მედლები არ უნდა, რადგან ეს ფინანსურად ძალიან აზარალებს.
“მარკას” ცნობით, ესპანეთში სეზონის დასრულების ალბათობა თანდათან იზრდება, თუმცა უეფამ ეროვნულ ფედერაციებს მოუწოდა ეს ნაბიჯი არ გადადგან. როგორც იცით, ბელგიის პირველობა დასრულებულად, ჩემპიონად “ბრიუგე”, ხოლო ვიცეჩემპიონად “გენტი” გამოაცხადეს.
უეფამ ევრო 2020 გადადო და ეროვნულ ფედერაციებს ჩემპიონატების განახლების რეკომენდაცია ივნისში მისცა. თუმცა, არავითარი გარანტია იმისა, რომ ზაფხულში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორდება, არ არსებობს.
ლა ლიგაზე 27 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 58 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან “რეალს” 2 ქულით უსწრებს და ტურნირის საბოლოოდ შეწყვეტის შემთხვევაში ჩემპიონად გამოცხადდება, თუმცა ეს მისთვის წამგებიანია, ვინაიდან თუ უკანასკნელ 5 საშინაო მატჩს არ ჩაატარებს, მარტო ბილეთების არა რეალიზაციის გამო 16.5 მილიონ ევროს დაკარგავს.
ამას გარდა, “ბარსას” პრობლემა გააჩნია სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, რამეთუ კუთვნილი 166 მილიონიდან დიდი ნაწილი უკვე მიღებული და დახარჯული აქვს.
და კიდევ: თუ “ბარსელონა” ჩემპიონი გახდა, ფეხბურთელებს ბონუსების სახით 20 მილიონი უნდა გადაუხადოს…
წყარო: sportall.ge