“რეალის”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული სერბი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება.
“ატლეტიკოს” სპორტული ოჯახი დამწუხრებულია ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ლეგენდარული მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის გარდაცვალების გამო. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში”, – წერს “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდი.
ანტიჩი განსაკუთრებული მწვრთნელია იმ მხრივ, რომ სხვადასხვა დროს სამ ესპანურ გრანდს უხელმძღვანელა. მისი თავკაცობით, “ატლეტიკომ” 1995/96 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის თასი მოიგო.
ფეხბურთელობის ჟამს ანტიჩმა ბელგრადის “პარტიზანში”, “ფენერბაჰჩესა” და “სარაგოსაში” ითამაშა.
წყარო: lelo.ge