ტიჯანი ბაბანგიდა: რონალდო აფრიკელი რომ ყოფილიყო, კარიერას უკვე დაასრულებდა

721
ნიგერიის ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილმა გარემარბმა ტიჯანი ბაბანგიდამ აფრიკელ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

 

“ვფიქრობ, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. აფრიკელების უმრავლესობა დიდი ფულის მიღების შემდეგ თვითკმაყოფილი ხდება.

 

შეხედეთ რონალდოს, როგორი მონდომებულია 35 წლის ასაკშიც. ის აფრიკელი რომ ყოფილიყო, კარიერას უკვე კარგა ხნის წინ დაასრულებდა.

 

ფეხბურთი რეკორდების დასამხობად, კვალის დასატოვებლად უნდა ითამაშო. ისეთი უნდა იყოს, კარიერის დასრულების შემდეგაც რომ დაგიმახსოვრებენ. აფრიკელები კი ამაზე არ არიან ორიენტირებულები, რადგან ჩვენ ფულისთვის ვთამაშობთ. როცა გარკვეულ თანხას მივიღებთ, ისეთი განცდა გვაქვს, რომ ყველა მიზანს მივაღწიეთ.

 

ევროპაში გაზრდილი ფეხბურთელები, რომლებსაც ბავშვობაში ყველა საჭირო პირობა ჰქონდათ, სხვანაირები არიან. ჩვენი ტალანტების უმრავლესობა კი სიღარიბეში გაიზარდა.

 

ამიტომ, როცა რომელიმე აფრიკელთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებენ, ყურადღება უკვე სხვა რამეზე გადააქვთ და მოტივაციაც კვდება. ეს ძალზე სამწუხაროა”, – განაცხადა ბაბანგიდამ.
წყარო: sportall.ge
SHARE