ქეცბაია: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდში აყვანის ბედნიერება მხვდა წილად

447

“ანორთოსისის” მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კორონავირუსის გამო შეჩერებული კვიპროსის ჩემპიონატისას თავის გუნდზე რადიო Super Sport FM 104.0-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ამ სეზონში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდში აყვანის ბედნიერება მხვდა წილად. თუ მომავალ წელსაც მექნება საქართველოდან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის გადმოყვანის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ.

გუნდში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ბერძნები გვყავს. გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელები კიდევ უნდა მოვიძიოთ. თუმცა, ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის ადგილობრივი მოთამაშეებით დაკომპლექტებაა. თუ შეუძლიათ დაგვეხმარონ, რატომაც არა, ამაზე უარს არ ვიტყვით. თუ ისინი ხელმისაწვდომნი არიან, გუნდის დაკომპლექტების პოლიტიკას ასევე გავაგრძელებთ. სჯობია ფეხბურთელები კვიპროსის ჩემპიონატზე მონაწილე კლუბებიდან დავიმატოთ, ვიდრე სხვა ქვეყნებში ვეძებოთ”.

შეგახსენებთ, “ანორთოსისი” “ომონიასთან” ერთად ჩემპიონატის თანალიდერია.
წყარო: sportall.ge
SHARE