თითქმის გადაწყვეტილია – ანანიძეს ბათუმის „დინამო“ მალე წარადგენს

442

ჯანო ანანიძის ბათუმის „დინამოში“ გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. შეთანხმება მიღწეულია – ინფორმაცია ბათუმის „დინამოს“ შესაძლო ტრანსფერზე სანდო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან პირადად შეთანხმდნენ, რომლის გასაჯაროებასაც მხოლოდ იმ მიზეზით აყოვნებენ, რომ მედიასთან საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი შესაფერის დროს წარადგინონ.

ცხადია, ეს ტრანსფერი გუნდის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი და საიმიჯო იქნება – აქედან გამომდინარეა, რომ პრეზენტაციის დეტალები ზუსტდება.

ამავე დროს, ამტკიცებენ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს” წელიწადნახევრიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ოღონდ, კონტრაქტი ოფციონის პირობით გაფორმდება, რომელიც შუალედურ მოლაპარაკებას გულისხმობს – ანუ გარკვეული დროის შემდეგ ხელახალ შეთანხმებას.

ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში, ბათუმის „დინამოს“ საქართველოს ნაკრების სამი მოქმედი ფეხბურთელი ეყოლება: ანანიძემდე გუნდში გიორგი ნავალოვსკი და ჯაბა ჯიღაური დაიმატეს.

ტრანსფერზე ბათუმის „დინამოში“ ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი ზამთარში ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ჩაირიცხა, რომელთანაც კონტრაქტი 30 მაისს უმთავრდება.

წყარო: lelo.ge

SHARE