28 ივნისს ორი ქართველი ბრძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
ევროპის პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში ხორვატ ივან ლიზატოვიჩს შეხვდა და 8:1 დაამარცხა.
ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) მეოთხედფინალში სერბ მატე ნემესს 2:0 მოუგო.
ჩხარტიშვილი ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას, ხოლო ბოლქვაძე სომეხ კარენ ასლანიანს დაეჭიდება.
ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.
60 კგ
დათო ჩხარტიშვილი (საქართველო) – ერიკ ტორბა (უნგრეთი)
სტეპან მარინიანი (რუსეთი) – ჟორა აბოვიანი (უკრაინა)
67 კგ
შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) – კარენ ასლანიანი (სომხეთი)
ზაურ კაბალოევი (რუსეთი) – ოლექსეი კალინიჩენკო (უკრაინა)
სამწუხაროდ გელა ბოლქვაძემ (77 კგ) მერვედფინალური შეხვედრა შვედ ალექს კესიდისთან 1:3 დათმო.
წყარო: sportall.ge