ბელარუსის ნაკრების 5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

372
by.tribuna.com-ის ინფორმაციით, ბელარუსის მოქმედ ჩემპიონ ბრესტის “დინამოში” კორონავირუსმა იფეთქა, დაინფიცირებული 11 ფეხბურთელიდან კი 5 ბელარუსის ნაკრების წევრია.
დაინფიცირებულთა შორისაა კიევის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი, არტიომ მილევსკიც. “დინამომ” კი უკანასკნელი მატჩი 3 ივლიის, გასვლაზე “სმოლენსკთან” გამართა, სავალდებულო ტესტირება კი ფეხბურთელებმა შეხვედრამდე 1 დღით ადრე გაიარეს.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ “სმოლენსკთან” შეხვედრამდე უკვე ცნობილი იყო გუნდში არსებული ვითარება, თუმცა ბელარუსის ფეხბურთს ფედერაციამ შეხვედრა არ გადადო. თამაში იმ ფეხბურთელებმა გამოტოვეს, რომელთაც ვირუსი დადასტურებული ჰქონდათ.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის “D” დივიზიონის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდი ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს, თბილისში დაუპირისპირდება.
წყარო: sportall.ge
SHARE