შაკილ ო’ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი რატომ ვარ მე „დიდების დარბაზში“ და არა ის

579
ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა ინტერვიუ მისცა maxim-ს და დრეიმონ გრინის პასუხად საქართველოს ნაკრების ექსკაპიტან ზაზა ფაჩულიასაც შეეხო.
დრეიმონ გრინმა თქვა, რომ “უორიორსის” საჩემპიონო გუნდი თქვენს “ლეიკერსს” დაამარცხებდა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
-ჩემთვის რთულად დასაჯერებელია, რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელით, მე და კობისთან ერთად სტივ კერის ბანდასთან გამკლავებას ვერ შევძლებდით.
კობი სტეფს (კარი) აიყვანდა და ყველაფერში აჯობებდა მას. ფიშერი ქლეის (ტომპსონი) ჩაიბარებდა და ხელს არ გაანძრევინებდა. ფოქსი კი დრეიმონს (გრინი) მოედნის დასატოვებლად საკმარის ჯარიმებს პირველივე ნახევარში აკიდებდა.
ჰორასი კი თავის სტილში ეთამაშებოდა კევინ დურანტს. კარგი, ვაღიაროთ, დურანტი მხეცია და მის წინააღმდეგ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლია.
ბოლოს კი, მე ვაჩვენებდი ზაზა ფაჩულიას რატომ წერია ჩემი სახელი და გვარი დიდების დარბაზში და არა მისი,”- თქვა შაკიმ.
ზაზა ფაჩულიასთან ერთად “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა რეგულარულ სეზონში მოპოვებული გამარჯვებებით. შაკილ ო’ნილი კი სამართლიანად ითვლება კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად (თუ საუკეთესოდ არა).
წყარო: sportall.ge
SHARE