„რუსეთი ოკუპანტია…“ დეტალი, რომელიც ბევრს გამორჩა

789

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვახტანგ ნაცვლიშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას თავის ფეისბუქზე გამოეხმაურა. ვატომ ერთ ისეთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც აქამდე არც თქმულა და არც დაწერილა:

რუსეთი ოკუპანტია-თოკო ჩემი მეგობარი! – ეს ჩემი სლოგანია

ამ სიტყვებს ვწერ არა მარტო როგორც ყოფილი კაპიტანი მოქმედ კაპიტანზე, არამედ უბრალოდ როგორც რიგითი გულშემატკივარი!

ალბათ უნდა პირადად იცნობდეთ თოკოს რომ სულ ოდნავ მაინც უხერხულად იგრძნოთ თავი იმ ზეწოლაში მონაწილეობისგან, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ახორციელებს მის მიმართ!

არ დავმალავ რთული გამოწვევაა !

თუმცა დარწმუნებული ვარ თორნიკეს სულისკვეთებაში და ღირსებაში! თოკო პატრიოტია ქვეყნის და ქართული სულის!

#geosoul

ახლა რაც შეეხება დეტალებს!

მინდა ავხსნა ის რაც წესით ჟურნალისტების მოვალეობაა!

სასკი ბასკონიასა და ცსკას შორის განხორციელდა ჩვეულებრივი ტრანსფერი! ანუ ბასკონიამ გაყიდა თავისი კუთვნილი მოთამაშე ცსკაზე! რაშიც საკმოდ სოლიდური თანხა აიღო! (ზოგადად კალათბურთში, ტრასფერი იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი მოვლენაა, ფეხბურთისგან განსხვავებით).

სავარაუდოდ ფინანსური მხარის გამო დათმო ბასკონიამ თორნიკე:

1) გამოინთავისუფლა მისი მაღალანაზღაურებადი 2-წლიანი კონტრაქტი

2) პლუს ტრასფერიდან სილიდური თანხა მიიღო!

ასე რომ თორნიკე თავისი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში!

კითხვა: შეეძლო თუ არა თორნიკეს ხელი შეეშალა ტრანფერისთვის ?

სავარაუდოდ შეეძლო, მაგრამ დიდი ალბათობით რისკის ქვეშ დადგებოდა მისი არსებული კონტრაქტის პირობები ბასკონიასთან და საერთოდ მისი კარიერაც!

ერთი სიტყვით დიდად თორნიკე ვერაფერს შეცვლიდა ამ მოლაპარაკებებში !

და ბოლოს ჩემს აზრს დავამთავრებ ისევე როგორც დავიწყე!

რუსეთი-ოკუპანტია! თოკო-ჩემი მეგობარი!”

წყარო: lelo.ge

SHARE