(ვიდეო) რომან დოლიძე: ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა

527

19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო მატჩში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლამდე საინტერესო იყო პარასკევს გამართული პრეს-კონფერენცია, სადაც ხადისმა რომანზე გაიწია და UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს მოუწია მისი შეჩერება. შეხვედრის შემდეგ, რომანმა ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

“UFC-ში ბევრი ადამიანი ქათამივით იქცევა. რაც ხადისმა გააკეთა უპატივცემლობა იყო. მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ახლოს არის. ხადისი დაღესტნელია. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, უბრალოდ უნდა გამოვდიოდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ.

გაკვირვებული ვიყავი, როცა ასე მოიქცა. ორივე ერთი რეგიონიდან ვართ, ერთი მთა გვაშორებს. არ მომწონს ასე, როცა იქცევიან, თუმცა მსგავსი საქციელები დამატებით მოტივაციას მაძლევს.

მზად ვარ ხვალეც ვიბრძოლო, მოუთმენლად ველოდები ახალ მოწინააღმდეგეს და თარიღს.” – ისაუბრა რომანმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
წყარო: sportall.ge
SHARE