ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა. აბუ დაბიში, ‘’მებრძოლთა კუნძულზე’’, მან პირველივე რაუნდში შეძლო მეტოქის დამარცხება, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია. ლიანას მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 13-5-ზე სტატისტიკა ჰქონდა.
ბრძოლა პირველსავე რაუნდში პარტერში გადავიდა, სადაც ლიანამ შესანიშნავად იასპარეზა. მან მეტოქე მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, რის შემდეგაც ბელბიტა მას დანებდა და ჯოჯუამ UFC-ში პირველი მოგება გაიფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის კარგი დღე იყო. დიანას მხრიდან აგრესიული დასაწყისის არ მეშინოდა. მას ადგილზე მუშაობდა სურდა, მაგრამ საბრძოლო უნარები ბრძოლის დროს განვავითარე, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა ბრძოლიც სცენარი. ჩემი მეტოქე მომთმენი იყო, მან ბოლომდე გაუძლო. მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სავარჯიშო ბანაკში მოკლე პერიოდი გავატარე და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს კარგი მუშაობისთვის,“ – თქვა ქართველმა მებრძოლმა.
n n n
19 ივლისს, რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. მან რუს ხადის იბრაგიმოვს ნოკაუტით სძლია და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა.
n n n
ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას 9 აგვისტოს გამართავს. გიგას მეტოქე UFC-ს ვეტერანი ალექს კასერესი იქნება. ქართველისთვის ეს UFC-ს ისტორიაში მე-4 ბრძოლა იქნება.
წყარო: lelo.ge