თბილისის დინამო ლიგაზე განთესილი იქნება! ნაზეთ ევროთასებზე ჩვენი სავარაუდო მეტოქეები

308

კარსმომდგარ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” განთესილი იქნება! – ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც სლოვენიის ჩემპიონი გახდა დაბალი ევროპული რეიტინგის მქონე “ცელიე”, ვინც შინ არ წააგო იქაური ფეხბურთის გრანდ ლიუბლიანის “ოლიმპიასთან” (2:2) და ოქროც იზეიმა.

ამდენად, განთესილ კლუბებში დარჩენილი ერთადერთი ადგილი თბილისის “დინამომ” დაიკავა. არადა, სლოვენიის ჩემპიონატი მაღალრეიტინგიან “მარიბორს” რომ მოეგო, საქართველოს ჩემპიონი განუთესავი იქნებოდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამოს” პოტენციური მეტოქეები არიან: “ფოლა ეში” (ლუქსემბურგი), “იურგოდენი” (შვედეთი), “ბუდუჩნოსტი” (ჩერნოგორია), “ფლორა” (ესტონეთი), “დინამო” (ბრესტი, ბელარუსი), “რიგა” (ლატვია), “კონაჰი” (უელსი), “კლაკსვიკი” (ფარერები), “ეუროპა” (გიბრალტარი), “ცელიე” (სლოვენია), “არარატ-არმენია” (სომხეთი), “კუპსი” (ფინეთი), “რეიკიავიკი” (ისლანდია), “ტირანა” (ალბანეთი), “სილექსი” (ჩრ. მაკედონია), “ფლორიანა” (მალტა), პლუს წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის (რომელშიც კოსოვოს, ანდორის, ჩრ. ირლანდიისა და სან მარინოს ჩემპიონები ითამაშებენ) გამარჯვებული გუნდი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მატჩები 18 და 19 აგვისტოსაა დაგეგმილი. უკვე ვიცით, რომ წყვილის გამარჯვებული ერთრაუნდიან დაპირისპირებებში გაირკვევა.

ახლა გადავიდეთ ევროპალიგაზე, სადაც 27 აგვისტოდან (ამ დროისთვის უკვე დასრულებული იქნება წინასწარი ეტაპი) სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის “დინამო”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი”. აქ 10 აგვისტოს გაიმართება. სამივე ჩვენი კლუბი განუთესავია, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით ძლიერ მეტოქეებს უნდა ველოდოთ.

ჯერ ყველა პოტენციური მეტოქე არ არის გარკვეული, მაგრამ მათი უმრავლესობა უკვე ვიცით. აქ  არის ჩვენთვის საინტერესო არაერთი გუნდი. მაგალითად, კახა ცხადაძის გაწვრთნილი “ორდაბასი”, გეგა დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის “შახტიორი” (სოლიგორსკი, ბელარუსი), ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი”, გიორგი რეხვიაშვილის, გუგა ფალავანდიშვილის, გიორგი ერისთავისა და გიგი მჭედლიშვილის “ვენტსპილსი”…

წყარო: lelo.ge

SHARE