ინგლისის რაგბის კავშირი ფინანსურ დახმარებას ითხოვს

457

კორონავირუსის გამო განცდილი ზარალის გამო ინგლისის მორაგბეთა ნაკრების 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი საფრთხეშია.

„ვარდების“ მწვრთნელის ედი ჯონსის და ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბილ სუინის თქმით, მათ ბიუჯეტის შემცირება უწევთ.

„მე მაქვს გარკვეული გეგმები, თუ როგორ მოვემზადებით მსოფლიო თასისთვის, რა თქმა უნდა, ამაში თანხების ჩადებაა საჭირო. თუმცა, როგორც ჩანს, რაც დავგეგმეთ საიმისო ფინანსური რესურსი არ გვაქვს. შევხედავთ და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. ახლა ყველას უჭირს,“ – განაცხადა ედი ჯონსმა.

თავის მხრივ, ბილ სუინიმ თქვა, რომ იგი აქტიურად ცდილობს კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას:

„ფინანსების მოზიდვა ქალაქების ბიუჯეტიდან და კერძო კომპანიებიდან გვსურს, რომლებიც კლუბებთან არიან კავშირში და მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მომავალში შევეცდებით მეტი თანხა მოვიზიდოთ.“

წყარო: 1tv.ge

SHARE