(ვიდეო) ჩეჩენმა მებრძოლის რეკორდი – 10 დღეში მოგებული ორი ბრძოლა

596

ჩეჩენი მებრძოლი ჰამზატ ჩიმაევი UFC-ის ისტორიაში უკვე შევიდა. მან 10 დღეში ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივეში მოწინააღმდეგეები გაანადგურა. პირველი შეხვედრა, რომელიც დებიუტი იყო მისთვის, 16 ივლისს გამართა და მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრა 26 ივლისს პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა.

მსგავსი მიღწევა არც ერთ მებრძოლს ჰქონია. ჰამზატმა განაცხადა, რომ ჩემპიონობას ნახევრად საშუალო და საშუალო წონაში აპირებს. ეს ინფორმაცია საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უითაკერმაც გაიგო და განაცხადა:

“იმედია, ეს მალე არ მოხდება. გადაეცით ჰამზატს, რომ ჯერ ნახევრად საშუალოში გახდეს ჩემპიონი. ეს ბიჭი ბევრს მიაღწევს, ნამდვილად საშიშია.”

ჩიმაევს 8 მოგება და 0 წაგება აქვს. აღსანიშნავია, რომ ყველა გამარჯვება ვადაზე ადრე აქვს.

წყარო: sportall.ge
SHARE