ახალი 8-გუნდიანი ტურნირი, რომელშიც შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მიეღო მონაწილეობა სტარტს 14 ნოემბერს აიღებს. თავდაპირველად, THE IRISH TIMES-სმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურნირზე 6-ერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო და ფიჯი მიიღებდნენ მონაწილეობას – თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, 8-ერის ჩემპიონატი ბორჯღალოსნების გარეშე ჩაივლის.
ფრანგული პორტალის – Asie Rugby-ს მტკიცებით, ტურნირში საქართველოს ნაცვლად იაპონია იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, A და B ქვეჯგუფებში განთესილი ერების ვინაობა უკვე გარკვეულია.
A-ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B-ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია
8-ერის თასი 14 ნოემბერს აიღებს სტარს და 5 დეკემბერს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება.
წყარო: live.ge