სერლოტმა არველაძის რეკორდი გააუმჯობესა

343

თურქეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში, „კაისერისა“ და „ტრაბზონის“ მატჩის ძირითად დროს მსაჯმა ექვსი წუთი დამატა და შოთა არველაძის რეკორდი წარსულში დატოვა.

90+6-ე წუთზე სტუმართა ნორვეგიელმა თავადმსხმელმა ალეკსანდრ სერლოტმა მასპინძელთა კარი აიღო და „ტრაბზონს“ სამი ქულა მოუტანა, თავად კი კლუბის რეკორდსმენი გახდა.

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში „ტრაბზონის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ლევან შენგელიას გუნდთან, „კონიასპორთან“ დუბლი შეასრულა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა, რომელიც 24 წელის შოთა არველაძეს ეკუთვნოდა. 1995-96 წლების სეზონში მან საშინაო და საერთშორისო სარბიელზე „ტრაბზონის“ ფორმით სულ 30 გოლი გაიტანა, აქედან 25 თურქეთის ლიგის მატჩებში მოახერხა.

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელს დარჩენილ ტურში ერთ გოლის გატანა სჭირდებოდა, ქართველის რეკორდი რომ გაეუმჯიობესებინა და ეს სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წამებზე მოახერხა. ალექსანდრე სერლოტმა მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებში გატანილი გოლების რაოდენობა 31-მდე აიყვანა – 24 თურქეთის ლიგაში გაიტანა, 6 თურქეთის თასზე და 1– ევროპის ლიგაზე.

წყარო: 1tv.ge

SHARE