ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშოს მე-14 დღეს მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოკოტუფიჯი იყო, რომელიც ქართველმა სუმოისტმა დამაჯერებლად დაამარცხა.
ზაფხულის ბაშოზე ტოჩინოშინს კიდევ ერთი ბრძოლა ელოდება. ლევან გორგოძეს დღეისთვის ტურნირზე ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს.
თუ მე-15 დღეს ტოჩინოშინი კვლავ გაიმარჯვებს, ივლისის ბაშოს სოლიდური ბალანსით, ათი გამარჯვებით დაასრულებს.
წყარო: 1tv.ge