კოლუმბიამ კოპა მშრალი კარით დატოვა

533

კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში სამი ნახევარფინალისტი გაირკვა. ბრაზილიასა და არგენტინას ჩილეს ნაკრებიც შეუერთდა, რომელმაც კოლუმბია მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო კი უგოლოდ 0:0 დასრულდა (ისე კი, ჩილეს 2 გოლი არ ჩაუთვალეს, სამართლიანადაც). საინტერესოა, რომ კოლუმბიის ნაკრებმა ტურნირი ისე დატოვა, რომ გოლი არც გაუშვია.

კარლოს კეირუშის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მშრალად მოიგო (არგენტინასთან 2:0, ყატართან 1:0, პარაგვაისთან 1:0) და 1/4 ფინალშიც მოახერხა საკუთარი კარის დაცვა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

აქვე გეტყვით, რომ კოპაზე დღეს ბოლო მეოთხედფინალისტი გაირკვევა, ურუგვაისა და პერუს დაპირისპირებაში.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE