(ვიდეო) ტოჩინოშინი: სუმოში დიდხანს დარჩენა მსურს

566

ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წარმატებით იასპარეზა ივლისის ბაშოზე – დასავლეთის მე-11 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე 32 წლის სუმოისტმა 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო და ზედიზედ 5 უარყოფითი ბაშოს შემდეგ, სუპერტურნირი კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსი) დაასრულა…

მას რეიტინგში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდება სერიოზული წინსვლა ელის. ბაშოს დასრულების შემდეგ ქართველმა სუმოისტმა იაპონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ტოჩინოშინი: “მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა ბაშოს 10 გამარჯვებით დასრულებას. ასე რომ, მიღწეულით კმაყოფილი ვარ. მსურს, სუმოში კიდევ დიდხანს დავრჩე – შესაბამისად, მოვემზადები მომავალი ბაშოსთვის”.

დიდი ალბათობით, პირველი მაეგაშირა ენდოსთვის სპეციალურად გამოათავისუფლებენ კომუსუბის რანგს. ტაკანოშო და ჰოკუტოფუჯი პირველი მაეგაშირები გახდებიან. მაეგაშირების ზედა რანგში მეტს დადებითი ბალანსი არც არავის ჰქონია. ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი შესაძლოა, მე-4 ან მე-5 მაეგაშირა გახდეს, რაც საგრძნობი წინსვლაა. სექტემბრის ბაშო ტოკიოს “კოკუგიკანში” გაიმართება 13-27 რიცხვებში.

წყარო: lelo.ge

SHARE