ბონუჩი “იუვენტუსიდან” შესაძლოა მეორედ წავიდეს

467

ტურინის „იუვენტუსისა“ და ლეონარდო ბონუჩის გზები შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიყაროს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი მცველის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ სურს.

პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო ტრანსფერის ინიციატორია და ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩის უკვე შეხვდა კიდეც.

პსჟ მატის დე ლიტხის ტრანსფერზე ჩავარდნის შემდეგ, რომელიც „იუვენტუსში“ გადადის, სწორედ ბონუჩის მიიჩნევს დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ ვარიანტად.

აღსანიშნავია, რომ დე ლიხტის ტრანსფერით „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ლეონარდოს ადგილი აღარ დარჩეს, რაც მის პარიზში გადაბარგების ალბათობას ზრდის.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა, ხოლო 2017 წელს „მილანში“ აღმოჩნდა. თუმცა, ტურინელებს ერთი წლის წინ დაუბრუნდა. გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა 41 თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE