პსჟ-მ „რეალის” რეკორდი გაიმეორა – ისტორიული მოგების მთავარი ციფრები

396

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც 3:0 გაანადგურა ნახევარფინალში „ლაიპციგი”. წარმოგიდგენთ მატჩის ყველა საინტერესო ფაქტებს.

* „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 34 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. თომას ტუხელის გუნდმა გაიმეორა მადრიდის „რეალის“ რეკორდი, რომელიც 2011-14 წლებში დამყარდა.

* 2008 წელს, ორივე გუნდის მწვრთნელი – თომას ტუხელი და იულიან ნაგელსმანი ერთად წარმოადგენდნენ „აუგსბურგის“ მეორე გუნდს: თომასი მწვრთნელი იყო, იულიანი თამაშობდა. იმ წლებში პსჟ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, „ლაიპციგი“ – საერთოდ არ არსებობდა.

* 33 წლის ნაგელსმანი ახლოს იყო იმასთან, რომ გამხდარიყო ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვისაც თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია. საბოლოოდ, დიდიე დეშამის რეკორდი შენარჩუნდა – 2003-04 წლების სეზონში 35 წლის ფრანგმა „მონაკო“ გაიყვანა ფინალში.

* ტიაგო სილვამ ევროთასებზე პსჟ-ს რიგებში 59-ჯერ ითამაშა – ეს საკლუბო რეკორდია.

* „ლაიპციგის“ სასტარტო შემადგენლობაში უფრო მეტი ფრანგი იყო, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში: უპამეკანო, მუკიელე და ნკუნკუ ერთ მხარეს და კიმპემბე და მბაპე – მეორე მხარეს.

* ანხელ დი მარიას წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა (3 გოლი+6 პასი) დაუგროვდა. არგენტინელმა გააუმჯობესა პირადი რეკორდი (8), რომელიც 2013-14 წლების სეზონში დაამყარა. მაშინ დი მარია „რეალში“ თამაშობდა და ტურნირი მოიგო.

* ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი დებიუტიდან (2013 წლის სექტემბერი) დღემდე 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* სულ ნეიმარმა 59 მატჩი ითამაშა და 59 გოლში მიიღო მონაწილეობა (35 გოლი და 24 პასი).

* ხუან ბერნატი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ სეზონში ყველაზე შედეგიანი მცველია – ხუთი გოლი.

* 2013 წელს „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ გერმანული ფინალის შემდეგ, ბუნდესლიგის კლუბებმა ხუთჯერ წააგეს ნახევარფინალი – ოთხჯერ „ბაიერნმა” და ახლა, „ლაიპციგმა“.

* პსჟ-მ მოიგო ევროთასებზე გერმანელებთან ოთხიდან ოთხივე დაპირისპირება. ამ სეზონის მერვედფინალში პარიზელებმა „დორტმუნდის“ ბარიერიც გაიარეს.

* პსჟ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. კლუბის ისტორიაში ეს იქნება მესამე ფინალი ევროთასებზე. 1996 წელს, პარიზელებმა მოიგეს თასების მფლობელთა თასი, ერთი წლის შემდეგ კი იქვე ფინალი დათმეს.

* პარიზელებს 110 მატჩი დასჭირდათ ევროპის მთავარ ტურნირზე ფინალში გასასვლელად.

* პსჟ პირველი ფრანგული გუნდია, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ლიგის ფინალში. ბოლოს ეს შეძლო „მონაკომ“.

* „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის მეხუთე კლუბია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მანამდე ეს გააკეთეს – „რეიმსმა“, „სენტ ეტიენმა“, „მარსელმა“ და „მონაკომ“. ტურნირის ისტორიაში ფრანგებს ტიტული მხოლოდ ერთხელ აქვთ მოგებული – 1993 წელს * მარსელს“.

წყარო: 1tv.ge

SHARE