მესიმ ფიფასგან სატრანსფერო სერთიფიკატი მოითხოვა

419

“ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის გაყრა ელვის სისწრაფით ახლოვდება. მიუხედავად კატალონიური გრანდის მესვეურთა განცხადებებისა, რომ ყველაფერს აკეთებენ სუპერვარსკვლავის შესანარჩუნებლად, ეს ინფორმაცია ამ მცდელობებს წყალში ყრის – მესიმ ფიფასგან საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატი მოითხოვა.

ეს სერთიფიკატი გაიგზავნება ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციასა და ასევე მესის ახალი კლუბის შესაბამის ასოციაციაში, – ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი საკუთარ “ტვიტერზე” წერს. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მესი ნამდვილად მიდის “ბარსელონადან”.

წყარო: lelo.ge

SHARE