ევროპალიგაზე ორივე ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია

412

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, გაიმართა ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. გაირკვა, რომ თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს. თბილისის “დინამო” კი სტუმრად უელსის “ქონაჰს” დაუპირისპირდება.

მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულის ბედს ერთრაუნდიანი დაპირისპირება (უმაყურებლოდ) წყვეტს.

წყარო: lelo.ge

SHARE