კილიან მბაპემ პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

477
პსჟ-ის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა “მარკა” ავრცელებს.
20 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ნათლად მიანიშნა, რომ გუნდის გამოცვლა სურს. მბაპეს მომქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე მოქმედებს. მან კლუბის პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან გამართა შეხვედრა და უთხრა, რომ არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.
წყაროს ინფორმაციით, მომდევნო ზაფხულს პსჟ მპაბეს მადრიდის “რეალში” 250 მლნ ევროდ გაყიდის. პარიზელებმა მბაპეს ტრანსფერზე 145 მლნ ევრო დახარჯეს, როცა “მონაკოდან” გადმოიბირეს.
წყარო: sportall.ge
SHARE