მოულოდნელი და უცნაური ინფორმაცია გიორგი ქვილითაიაზე

373

მოულოდნელი და საკმაოდ უცნაური ინფორმაცია ფამაგუსტური კლუბის მხარდამჭერი ინტერნეტ-პორტალის “ანორთოსისი 24-სგან”: სამედიცინო შემოწმების გავლამდე, გიორგი ქვილითაია ფამაგუსტის “ანორთოსისის” მოთამაშე გახდა.

ვილითაია უნდა ჩაითვალოს ფამაგუსტას “ანორთოსისის” ფეხბურთელად, რადგან კლუბმა მისი რეგისტრაცია მოახერხა, შესაბამისად, ის უკვე “ანორთოსისის” განაცხადშია.  კვიპროსის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქართველზე რეგისტრაციის მოწმობა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციიდან მოითხოვეს და შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი კლუბსა და ასოციაციაში უკვე მიიღეს. გამომდინარე აქედან, ქართველი უკვე “ანორთოსისს” ფეხბურთელია, – წერს “ანორთოსისი 24”.

“ფილნიუსი” კი ამტკიცებს, რომ ქვილითაია გუნდს ყოველგვარი პაუზის გარეშე დაეხმარება: “კვიპროსში ცნობილია, რომ “ანორთოსისში” გადასვლის შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავიდანვე მზად იქნება სათამაშოდ და იურიდიული პროცედურების მოგვარების შემდეგ, შესაძლებელია, ის მოედანზე დაუყოვნებლივ გამოჩნდეს. სავარაუდოდ, ი “აპოლონთან” მომდევნო კვირის მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება. მაგრამ დიდი შანსია, სასტარტო შემადგენლობაში იყოს ევროპლიგის მატჩში, რომელშიც “ანორთოსისი” ხორვატულ “ოსიეკსა” და შვეიცარიულ “ბაზელს” შორის გამარჯვებულს შეხვდება”.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია კვიპროსში საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას შემცვლელად ჩავიდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, პოზნანის “ლეხში” გადავიდა, თუმცა მისი ტრანსფერი კვლავაც “ანორთოსისს” ეკუთვნის და პოლონეთში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გაუშვა. თემურ ქეცბაია წინდახედული აღმოჩნდა და მთავარ ფორვარდს, ქვილითაიას სახით, შემცვლელი სწრაფად მოუძებნა.

რაც შეეხება კაჭარავას, პოზნანის “ლეხში” ჩარიცხვის შემდეგ “ჯვაროსნების” 26 წლის თავდამსხმელმა ფამაგუსტის “ანორთოსისს” მადლობა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით გადაუხადა.

ეს იყო ორი დაუვიწყარი წელი! მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს, “ანორთოსისის” შესანიშნავ გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანსვინც გუნდში მუშაობდამათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვისრომ პირველივე დღიდან თავი ისე მეგრძნოროგორც სახლში“, – წერს კაჭარავა.

საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი “ანორთოსისში” 2019-20 წლებში თამაშობდა, 12 სექტემბერს კი პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ პოზნანის “ლეხის” ფეხბურთელი გახდა…

წყარო: lelo.ge

SHARE