ლიონელ მესიმ, შესაძლოა, „ბარსელონას“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის საწყისი ტურები გამოტოვოს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრებში (8 ოქტომბერს შინ ეკვადორთან და 13 ოქტომბერს სტუმრად ბოლივიასთან) ლეოს ნაკრებში გამოძახებას აპირებს, თუ მესი ნაკრების თამაშებზე გაემგზავრება, „ბარსელონას“ შემადგენლობაში სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
საქმე ის გახლავთ, რომ COVID 19-თან ბრძოლის პროტოკოლი, სხვა ქვეყანაში გამგზავრების შემთხვევაში, ორკვირიან კარანტინს ითვალისწინებს. თუ მესი ეროვნული ნაკრებში სათამაშოდ წავა, არგენტინაში შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე უნდა გაემგზავროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი ვერ იქნება „ბარსელონასთან“და შესაბამისად გამოტოვებს შეხვედრებს „ვილიარეალთან“, „სელტასა“ და „სევილიასთან“.
წყარო: lelo.ge