ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი 12 ნოემბერს

439

უკვე იცით, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან 14 ოქტომბრის მატჩში ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდება. რა თქმა უნდა, ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბელარუსსა და სომხეთთან შეხვედრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ძალაა “ოქრი” ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის.

როგორ შევიტყვეთ, მისი ტრავმა მსუბუქია, თუმცა ვლადიმირ ვაისმა არ გარისკა და ამაში არის ლოგიკა. ასე რომ, ოქრიაშვილი, წესით და რიგით, “ანორთოსისშიც” ითამაშებს და სრულ მზადყოფნაში შეხვდება იმავე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის ისტორიულ თბილისურ დაპირისპირებას.

 

წყარო: lelo.ge

SHARE