საფეხბურთო რევოლუცია ჩემპიონთა ლიგაზე

466
2024/25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიძლება შეიცვალოს.

უეფა მზადაა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდა განიხილოს, – იტყობინება ბრიტანული “ტელეგრაფი”.

გაფართოვების 2 გეგმა არსებობს.

1. 6 ჯგუფში 36 გუნდი გადანაწილდება. თითოეული მიმოსვლითი სისტემით 10 მატჩს ჩაატარებს.

2. ყველა გუნდი 10 შეხვედრას გამართავს, ოღონდ სხვადასხვა მეტოქეებთან და განთესვის წესით. ეს იქნება “შვეიცარიული სისტემის” მსგავსი, რომელსაც ანალოგი აქვს, მაგალითად, ჭადრაკსა და ამერიკის სპორტულ ლიგებში.

გამოცემის მტკიცებით, უპირატესობა მეორე სისტემას ენიჭება, რადგან ტელევიზიებისათვის უფრო მიმზიდველი იქნება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას 2021 წელს მიიღებენ.

წყარო: sportall.ge
SHARE