FIFA-ს განახლებული რეიტინგი – საქართველო დაწინაურდა

458

FIFA-მ სანაკრებო პაუზის შემდეგ ქვეყნების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებს 22 ოქტომბრის მონაცემებით პროგრესი აქვს.

ოფიციალური შედეგებით, ვლადიმირ ვაისის გუნდი რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოში 86-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა ჰაიტის, ზამბიასა და ბელარუსს გადაუსწრო.

ასევე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც “ჯვაროსნები” 12 ნოემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან, 1 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 65-ეა.

წყარო: live.ge

SHARE