პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში აგრძელებს

472

კვიპროსული კლუბის, “აპოლონის” ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მათ რიგებს 25 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდა.

ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ჩაფრინდება კვიპროსში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი 2017 წლიდან ესპანური “სარაგოსას” წევრი იყო, გასულ სეზონში კი იჯარით თამაში სანტანდერის “რასინგშიც” მოასწრო.

რაც შეეხება “აპოლონს”, კლუბი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია და 2021 წლის 3 იანვარს ქართველების “ანორთოსისს” მიიღებს.

SHARE