ოფიციალურა! ჯაბა კანკავა საფრანგეთში

563

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარ “ვალანსიენში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გაფორმდა.

საიტი შეგვახსენებს, რომ კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანია და ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში 93 მატჩი აქვს ჩატარებული. ნათქვამია ისიც, რომ მისი გამოცდილება ფრანგულ გუნდს ძალიან გამოადგება. კანკავას უკვე აქვს საფრანგეთში თამაშის გამოცდილება, სადაც ის “რეიმსის” ღირსებას იცავდა. იქ მას ოლივიე გეგანი წვრთნიდა, ვინც ამჟამად “ვალანსიენის” დამრიგებელია და ძველი შეგირდის შესაძლებლობები კარგად იცის.

34 წლის კანკავას სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის “დინამოში”, ვლადიკავკაზის “ალანიაში”, “დნიპროში”, “რეიმსსა” და ყაზახურ “ტობოლში”. გადაწყვეტილია ისიც, რომ ჯაბა “ვალანსიენში” მე-6 ნომრით ითამაშებს.

ამ დროისთვის “ვალანსიენი” ლიგა 2-ში მე-11 ადგილზეა. გუნდში არაერთი ლეგიონერია, ძირითადად – აფრიკული ქვეყნებიდან.

http://lelo.ge/

SHARE